ოზურგეთში, მხატვარ მირანდა ვანიძის სახელოსნოში „სამოქალაქო პიკნიკი“ გაიმართა. მასპინძელმა ოზურგეთში მცხოვრებ ქალბატონებს მარიონეტების შექმნის ტექნიკა გაუზიარა.
„სამოქალაქო პიკნიკზე“ მოწვეული იყო ექსპერტი ნანა ვასაძე, რომელმაც შეხვედრის მონაწილეებს მიკრო და მცირე მეწარმეობის პროექტების შესახებ ესაუბრა და მათ საგრანტო განაცხადების შევსების, წარდგენის ეტაპებისა და შერჩევის კრიტერიუმები გააცნო.
მოწვეულმა ექსპერტმა ასევე ისაუბრა კონკურსებში გამარჯვებული ქალი მეწარმეები გამოცდილებისა და გამოწვევების შესახებ. შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია, სადაც პასუხი გაეცა აუდიტორიის შეკითხვებს.
„სამოქალაქო პიკნიკი“ მოეწყო პროექტის – „შინსაქმე ვაქციოთ პროფესიად – აქტივიზმი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის“ ფარგლებში, რომელსაც, ევროკავშირის დაფინანსებით და „ქალთა ფონდის“ მხარდაჭერით, „თანამონაწილეობისა და ჩართულობის ცენტრი სიპისი“ ახორციელებს.