პროექტის – „გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება – სამოქალაქო კეთილდღეობისთვის“ ფარგლებში, ოზურგეთის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების (სსო-ები) ჩართულობით, კომუნიკაციის ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. კომუნიკაციის ჯგუფმა იმსჯელა სსო-ებს შორის მნიშვნელოვანი ინფორმაციების, რესურსებისა და საუკეთესო პრაქტიკების გაზიარების საჭიროების შესახებ. შეხვედრა გაიმართა „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის“ (CSI) მხარდაჭერით, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Skip to content