„სამოქალაქო პიკნიკი“ ამჯერად 29 ივნისს, ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის გურიის მხარის არქეოლოგიურ მუზეუმ-ნაკრძალში, საჯარო მმართველობის ექსპერტის, ნანა თავდუმაძის მენტორობით გაიმართა.
მოწვეულმა ექსპერტმა „სამოქალაქო პიკნიკის“ მონაწილეებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სერვისები, მოქალაქეთა ჩართულობის ინსტრუმენტები და ადგილობრივ თვითმმართველობასთან კომუნიკაციის მექანიზმები გააცნო.
შეხვედრას ესწრებოდნენ ოზურგეთის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე ნინო ჭანიშვილი და საბჭოს წევრები, ,ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის კოორდინატორი რუსლან წუკულიძე და პროგრამის ასისტენტი ანა ნიქაბაძე, პროექტის საინიციატივო ჯგუფის წევრები და მეწარმე ქალბატონები, რომლებმაც ერთმანეთს მცირე საოჯახო მეურნეობების მართვის გამოცდილება გაუზიარეს.
დასასრულს, შეხვედრის ორგანიზატორებისა და სტუმრებისთვის გაიმართა ინდმეწარმე ლელა ბასილიას კულინარიული მასტერკლასი.
,,სამოქალაქო პიკნიკი“ მოეწყო პროექტის ,,შინსაქმე ვაქციოთ პროფესიად – აქტივიზმი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის“ ფარგლებში, რომელსაც სიპისი – თანამონაწილეობისა და ჩართულობის ცენტრი, ევროკავშირის დაფინანსებითა და Women’s Fund in Georgia მხარდაჭერით ახორციელებს.