- პროექტის დასახელება: „ტურისტული ბრენდი – ტურიზმის გაძლიერების შესაძლებლობები გურიაში. ევრორეგიონ BUG-ის გამოცდილების გაზიარება“. პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ „პოლონეთის დახმარების განვითარების პროგრამის“ ფარგლებში მხარდაჭერილი პროექტი განხორციელდა ევრორეგიონი BUG-თან პარტნიორობით (2021).
მიზანი: გურიის ტურისტული ბრენდის შექმნის ხელშეწყობა.
შედეგად: გაფორმდა მემორანდუმები გურიის მხარის მუნიციპალუტეტებთან; ჩატარდა ტურისტული (ონლაინ) ფესტივალი, ქართველი და პოლონელი შემოქმედებითი ფოლკლორული ჯგუფებისა და კულინარების მონაწილეობით; განხორციელდა სამუშაო ვიზიტები; ექსპერტების ჩართულობით შემუშავდა ტურისტული ბრენდის კონცეფცია; მომზადდა ტურისტული ფილმი, ჩატარდა ტრენინგები ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებისთვის.