პროექტის დასახელება: „კლიმატის ცვლილების მიტიგაცია გურიაში – სამოქალაქო აქტივიზმი სუფთა სუფსისთვის“, პროექტი მიმდინარეობდა ევროკავშირის მხარდაჭერილი საქართველოს კლიმატის პროგრამა (GEO CAP) ფარგლებში, რომელსაც CENN-ი, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, ახორციელებს ოთხ რეგიონში (2022, აგვისტო-დეკემბერი).

მიზანი: გურიის რეგიონში კლიმატის ცვლილების შერბილებისა და მასთან ადაპტაციის ხელშეწყობა.  უფრო კონკრეტულად იდენტიფიცირებული პრობლემის – შავ ზღვაში ჩამავალი მდინარე სუფსის აუზის დაბინძურების რისკების შეფასება და პრევენციული მექანიზმების დანერგვა მოქალაქეთა ჩართულობისა და ცნობიერების ამაღლების გზით.

შედეგები: ოზურგეთის და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში იდენტიფიცირდა ქაოტური ნაგავსაყრელები;  მდინარის სანაპიროებზე განთავსდა საინფორმაციო ბანერები;  ჩატარდა სოციალური მედიაკამპანია „გადაიღე სუფსა“; მომზადდა ვიდეორგოლი და სხვა საცნობარო მასალები; შემუშავდა რეკომენდაციები; ჩატარდა შემაჯამებელი ფორუმი ადგილობრივი ხელისუფლების, არასამთავრობო სექტორის, დარგის სპეციალისტების, მედიისა და პროექტის ბენეფიციარების მონაწილეობით.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Skip to content