პროექტის „გურია – სიცოცხლის ზეიმი. გურიის ტურისტული ბრენდის სტრატეგიის შექმნა და განხორციელება“ (Guria – Celebrate Life. Development and implementation of the Guria brand strategy) ფარგლებში, ქართული დელეგაცია სამუშაო ვიზიტით პოლონეთში იმყოფებოდა.

დელეგაციის წევრებმა – ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალური მთავრობების ხელმძღვანელმ პირებმა, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა და ექსპერტებმა დაათვალიერეს პოლონეთის ღირსშესანიშნაობები, გაეცვნენ ადგილობრივი ტურისტული კომპანიებისა და ფერმერული მეურნეობების საქმიანობას, მონაწილეობა მიიღო ერთობლივ დისკუსიებსა და მასტერკლასებში.

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერილ პროექტს ახორციელებს Stowarzyszenie Samorządów Euroregionu Bug პარტნიორებთან ერთად: „თანამონაწილეობისა და ჩართულობის ცენტრი – სიპისი“, „I (პირველი) ბლოკი“, Centrum Współpracy Polska-Wschód/Poland-East Cooperation Centre, ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტები.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Skip to content