პროექტის „კლიმატის ცვლილების მიტიგაცია გურიაში – სამოქალაქო აქტივიზმი სუფთა სუფსისთვის“ ფარგლებში, გაიმართა დისკუსია-ფორუმი „გურიის რეგიონის მწვანე მომავალი – გამოწვევები და პერსპექტივა“.
პროექტის აქტივობებისა და რეკომენდაციების შესახებ ისაუბრა პროექტის დირექტორმა ზურაბ ნასარაიამ, ხოლო ლიეტუვას გარემოსდაცვითი პრაქტიკის შესახებ პრეზენტაცია წარმოადგინა ექსპერტმა ვიდა ვრუბლიაუსკენემ. შეხვედრის ბოლოს, დაჯილდოვნდნენ ნახატების კონკურსის „სუფთა სუფსა“ გამარჯვებული მოზარდები, „ბუნების ქომაგი ქალის“ სერტიფიკატები გადაეცათ პროექტის მონაწილე ქალბატონებს.
პროექტი მიმდინარეობდა ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი საქართველოს კლიმატის პროგრამა (GEO CAP) ფარგლებში, რომელსაც CENN-ი, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, ახორციელებს ოთხ რეგიონში.