„შინსაქმე ვაქციოთ პროფესიად – აქტივიზმი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის“ – ქალთა ეკონომიკური საქმიანობის ხელშემწყობი პროექტის მეორე ეტაპის ფარგლებში, სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
დაიგეგმა საინიციატივო ჯგუფის შექმნა, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს მცირე ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენელ ქალთა ბიზნესსაქმიანობის გაუმჯობესებას და ხელს შეუწყობს მათ ინტეგრაციას სამოქალაქო პროცესებში.
შეხვედრას ესწრებოდნენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის საკრებულოს წევრი ქალბატონები, მერიის ეკონომიკისა და განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურების მენეჯერები, ქალთა ოთახისა და სამოქალაქო ორგანიზაციის წარმომადგენლები. ევროკავშირის დაფინანსებული პროექტი ხორციელდება „ქალთა ფონდი საქართველოში“-ის მხარდაჭერით.