„ქალთა აქტივიზმი ეკონომიკური გაძლიერებისთვის“ – ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში „სამოქალაქო პიკნიკი“ გაიმართა, სადაც ისაუბრეს ქალთა მეწარმეობის ხელშეწყობის მიმართულებით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს გეგმებისა და მუნიციპალური ციფრული სერვისების შესახებ.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ ოზურგეთის მერიის, გენდერული თანასწორობის საბჭოსა და საკრებულოს წარმომადგენლები, პროექტის ფარგლებში შექმნილი საინიციატივო ჯგუფის წევრები და მეწარმე ქალბატონები, რომლებმაც ერთმანეთს მცირე საოჯახო მეურნეობებისა და ბიზნესის მართვის გამოცდილება გაუზიარეს. დასასრულს, გაიმართა მეწარმე ქალთა ვიდეოისტორიების ჩვენება და მაკიაჟის ხელოვნების მასტერკლასი.
„სამოქალაქო პიკნიკი“ გაიმართა პროექტის „შინსაქმე ვაქციოთ პროფესიად – აქტივიზმი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის“ ფარგლებში, ევროკავშირის დაფინანსებითა და „ქალთა ფონდი საქართველოში“-ის მხარდაჭერით.