„სამოქალაქო პიკნიკი – კაპარჭინასთვის“ მოიცავდა მდინარე სანაპიროს დასუფთავების აქციას და საგანმანათლებლო-კულტურულ ღონისძიებებს – „მსოფლიო კაფეს“, სამაგიდო თამაშებს, გამოფენებსა და შემოქმედებით აქტივობებს.
ღონისძიებას მასპინძლობდა „თანამონაწილეობისა და ჩართულობის ცენტრი სიპისი“.
ღონისძიებაში, რომლის მიზანი იყო კაპარჭინას კლიმატისადმი მდგრადობის გაუმჯობესებაში ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობის გაზრდა, მონაწილეობდნენ ფოთის მაცხოვრებლები, მწვანე აქტივისტები, გარემოსდაცვითი და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ინიციატივა ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და დანიის მთავრობის ხელშეწყობით, პროექტის – „მწვანე მომავალი, უფლებები და სტაბილურობა“ – ფარგლებში.
მადლობა მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის: არტელი მულტიფუნქციური შემოქმედებითი ჰაბი, კოლეჯი „ფაზისი“, ფონდი „ბილივი“, ფოთის ცეკვის აკადემია, კოლხეთის ეროვნული პარკი.
