„მოქალაქეთა ასამბლეის“ პირველი შეხვედრა – სწავლების დღე ოზურგეთის „ტექნოპარკში“, USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის მხარდაჭერით გაიმართა.
„მოქალაქეთა ასამბლეამ“ განიხილა აქტუალური საკითხი: როგორ გადავჭრათ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებული პრობლემები?
„მოქალაქეთა ასამბლეის“ წევრებს ჰქონდათ შესაძლებლობა, მოესმინათ ექსპერტების პოზიციები, დაესვათ მათთვის შეკითხვები და გასცნობოდნენ რეკომენდაციების შემუშავებისთვის საჭირო ინფორმაციას.
ასამბლეის მონაწილეებს დისკუსიის წარმართვასა და ზოგადად, პროცესის მართვაში დახმარებას უწევდა ფასილიტატორების გუნდი.