„თანამონაწილეობისა და ჩართულობის ცენტრმა“ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტის „ქალები თემის კეთილდღეობისთვის – ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალების ჩართულობის გაზდა საჯარო კონსულტაციებსა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში“ განხორციელება დაიწყო.

პროექტის მიზანია თანამონაწილეობის მექანიზმების და ინსტრუმენტების ეფექტურად გამოყენების სწავლების გზით, გავზარდოთ ქალების სამოქალაქო აქტიურობა და ჩართულობა თემის საქმიანობაში.

პროექტის ფარგლებში ქალები მოამზადებენ და მუნიციპალიტეტს წარუდგენენ ელექტრონულ პეტიციებს, ასევე, ქალების ინფორმირებულობის და ცნობიერების ამაღლების მიზნით ჩატარდება „სამოქალაქო პიკნიკები“.

პროექტი დაფინანსებულია „ქალთა ფონდი საქართველოში“ და ბრიტანული ფონდის სიგრიდ რაუზინგ თრასთის მიერ.

 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Skip to content