„თანამონაწილეობისა და ჩართულობის ცენტრი სიპისის“ ორგანიზებით, „სოციალურ კაფეში“ პროექტის „გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება – სამოქალაქო კეთილდღეობისთვის“ შემაჯამებელი ფორუმი გაიმართა.

შეხვედრის მიზანი იყო აუდიტორიისთვის პროექტის ფარგლებში მომზადებული პროდუქტების, მათ შორის ვებგვერდის, კომუნიკაციის სტრატეგია 2023-2025-ისა და ტრენინგმოდულების წარდგენა და დისკუსიის გამართვა.

„პროექტი თავისი შინაარსით ემსახურებოდა „თანამონაწილეობისა და ჩართულობის ცენტრი სიპისის“ ინსტიტუციურ გაძლიერებას, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულებების გაზრდას. ყველა აქტივობა სწორედ ამ მიზნების სრულყოფას ემსახურებოდა. მაგალითად, კომუნიკაციის სტრატეგია ხელს შეუწყობს ეფექტურ თანამშრომლობას მუნიციპალიტეტთან, მედიასთან, სამოქალაქო სექტორთან და საზოგადოებასთან, ხოლო ვებგვერდის საშუალებით „სიპისის“ გუნდი კონსულტაციებს გაუწევს დაინტერესებულ მხარეებს, განსაკუთრებით კი მოწყვლად ჯგუფებს, რომელთა ჩართულობის ხელშეწყობა ორგანიზაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია“ – განაცხადა პროექტის მოწვეულმა ექსპერტმა ნანა ვასაძემ.

ფორუმში მონაწილეობდნენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის თავმჯდომარე და საკრებულოს სხვადასხვა რგოლის მენეჯერები, მედია და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები.

პროექტი განხორციელდა „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის“ (CSI) მხარდაჭერით, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Skip to content