28 ივლისს, ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის გურიის მხარის არქეოლოგიურ მუზეუმ-ნაკრძალში ,„სამოქალაქო პიკნიკი“ გაიმართა.

მოწვეულმა მენტორმა, საჯარო მმართველობის დოქტორმა ზურაბ ნასარაიამ ისაუბრა გურიის ტურისტული პოტენციალისა და ტურისტული ბრენდის კონცეფციის შემუშავებაში ქალთა ჩართულობის მნიშვნელობის შესახებ.

შეხვედრაზე რამდენიმე მუსიკალური კომპოზიცია შეასრულა ქალთა ფოლკლორულმა ანსამბლმა ,,რეხეული’’, რომლის ხელმძღვანელმა ფოტინე გორდელაძემ ანსამბლის შემოქმედებითი მიღწევები გაიხსენა და აუდიტორიას საკუთარი ხელსაქმის – ეკოლოგიურად უსაფრთხო თოჯინების დამზადების ტექნოლოგია გაუზიარა.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ ოზურგეთის გენდერული თანასწორობის საბჭოს წარმომადგენლები, პროექტის საინიციატივო ჯგუფის წევრები და ადგილობრივი მეწარმე ქალბატონები.

,,სამოქალაქო პიკნიკი“ მოეწყო პროექტის – ,,შინსაქმე ვაქციოთ პროფესიად – აქტივიზმი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის“ ფარგლებში, რომელსაც „სიპისი – თანამონაწილეობისა და ჩართულობის ცენტრი“, ევროკავშირის დაფინანსებითა და „ქალთა ფონდის“ მხარდაჭერით ახორციელებს.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Skip to content